პროექტის სახელწოდება: "მეთუნეობა რაჭა-ლეჩხუმში"
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: სხვადასხვა ჭურჭლის დამზადების ტექნოლოგია და გამოყენება
პროექტის აქტუალობა/მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინდივიდუალურად და ჯგუფურად თიხისაგან ჭურჭლის დამზადების სხვადასხვა კუთხის ტრადიციულ წესებს, აღმოაჩენენ მასალებს შორის მსგავსება-განსხვავებებს და მათი გამოყენების მეთოდებს,შეიძენენ თანამშრომლობის უნარს
მონაწილეთა ასაკი:10-15წელი
ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ვებ-გვერდებს, სადაც განათავსებენ თავიანთ ნამუშევრებს, სხვადასხვა კუთხის მასალისაგან დამზადებული ჭურჭლის ფოტოებს და ინფორმაციებს მათ შესახებ,აგრეთვე საკუთარი ხელით შექმნიან სხვადასხვა ჭურჭელს(კეცებს,დოქებს,ფიალებს და სხვას)
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი, კარავი და ტრანსპორტი(ექსკურსიისათვის),თიხა,წყალი
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები პირველ რიგში გაეცნობიან მეთუნეობის ნიმუშებს საკუთარ სოფელში, კუთხეში.მოიძიებენ მასალებს მოსახლეობაში ჭურჭლის დამზადების შესახებ და გაეცნობიან პროცესს ჭურჭლის დამზადებიდან მის გამოყენებამდე. შემდეგ მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიებს მეზობელ კუთხეებში და გამოიკვლევენ არის თუ არა მსგავსება მათი კუთხის და მეზობელი კუთხეების მეთუნეობას შორის. ამის შემდეგ მოსწავლეები მოპოვებულ მასალებს შეაჯამებენ და ინტერნეტით მოძიებულს შეადარებენ.გამოავლენენ პროდუქტის შექმნის იდეალურ ვარიანტებს და განათავსებენ თავიანთ ვებ-ბლოგებზე
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტორია,გეოგრაფია,ქიმია,ბიოლოგია
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაკა ჯინჭარაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: makajincharadze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: makajincharadze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий